aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“სასამართლომ მოსარჩელე მხარეს დაავალა, დააზუსტოს სარჩელი” – ბასილაშვილის ადვოკატი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილ მეუღლეს, ნელი დოროყაშვილს სასამართლომ სარჩელის დაზუსტება და სამართლებრივი დასაბუთების წარდგენა მოსთხოვა – ამის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ჟურნალისტებს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

“სასამართლომ მოსარჩელე მხარეს დაავალა, დააზუსტოს სარჩელი, ჩამოაყალიბოს სამართლებრივი დასაბუთება და წარმოადგინოს. როდესაც მივიღებთ დაზუსტებულ სარჩელს ჩვენც ვუპასუხებთ შესაგებლით და გაგრძელდება ან არ გაგრძელდება პროცესი. დეტალებზე ვერ გიპასუხებთ, თუ რისი დაზუსტება ითხოვა მოსამართლემ. გამომდინარე იქედან, რომ ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი ეხება ოჯახს, პერსონალურ ინფორმაციას, ფინანსურ მდგომარეობას და ყველაზე მთავარია, ბავშვის საუკეთესო ინტერესი, მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ წარმოდგენილი სარჩელი იყო დასაზუსტებელი. ასევე, სამართლებრივად გასამართი. სასამართლოს შემდეგი სხდომის თარიღი არ დადგენილა“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

ცნობისთვის, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის სარჩელის საფუძველზე დაწყებული დავა განიხილებოდა.

იტვირთბა....