მთავარი ციტატა

“მოღალატე თორნიკე შენგელია გაიქცა საოკუპაციო არმიის კლუბში და თურმე პოლიტიკა სპორტი არაა” – სანიკიძე

“ის ჩვენი კალათბურთელი ქვეყნის მოღალატე რომ გაიქცა რუსეთში… თურმე პოლიტიკა არ არის სპორტი. სპორტზე უფრო დიდი პოლიტიკა არაფერია ქვეყანაზე. სპორტი არის ნომერ პირველი პოლიტიკა. ამას დამტკიცება არ სჭირდება. იმიტომ, რომ დღეს სპორტით განისაზღვრება სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები. ნებისმიერი მიმართულებით რომ ავიღოთ. კაცი წავიდა რუსეთის არმიის, საოკუპაციო არმიის კლუბში წავიდა საქართველოს ნაკრების კაპიტანი. ამიტომ მეშინია, ამიტომ ვფიქრობ, რომ არ მივეჩვიოთ ჩვენ ამ მონობას, ბოგანოობას, მოღალატეობას.”

გუბაზ სანიკიძე – პოლიტიკოსი

ამის შესახებ სანიკიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ცნობისთვის, თორნიკე შენგელიამ ესპანური “ბასკონია” 6 წლის შემდეგ დატოვა და რუსულ “ცსკა”-ში გადავიდა.

 

იტვირთბა....