“სავარაუდოდ მე და გიორგი ვაშაძე ვფიქრობთ ბლოკზე. მაგრამ, ვერ გეტყვით რომ მხარდაჭერა არ მექნება „ნაციონალური მოძრაობის“. მაქვს ინფორმაცია, რომ არა მხოლოდ “ნაცმოძრაობის”, თქვენ წარმოიდგინეთ, თამარ ჩარკვიანს „ძალა ერთობაშია“-ს ამომრჩეველი ელოდება.მე და გიორგი ვაშაძე, ისევ ერთგულები დასავლეთის და მიხეილ სააკაშვილის რეფორმებისა, ძალა ერთობაშია“- ს ამომრჩეველთან ერთად მივალთ ოქტომბრამდე პატიოსნად და პარტნიორების პატივისცემით და არა ლანძღვით.
ლანძღვა მე ვიცი რუსეთის და ბურჯანაძის ვექტორის.”
თაკო ჩარკვიანი – პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერი
პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ თუ პარტია “ნაციონალური მოძრაობა” გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატს დატოვეს, „ახალი საქართველოს“ ლიდერთან ერთად ბლოკს შექმნის, რითიც 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.