რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ანდრეი რუდენკოს განცხადებით, ის, რაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხდება, მთელი რეგიონისთვის საშიშია. მისი თქმით, რუსეთი ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს, რათა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული დაძაბულობა დაარეგულიროს.
„რეგიონი ნამდვილად ფეთქებადია. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების ნაკლებობაა, საერთოდ ნებისმიერი ურთიერთობის. მთიანი ყარაბაღის საკითხი მოუგვარებელია, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია შუამავლების როლი, მათ შორის მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების, რომელშიც ამერიკა, რუსეთ და საფრანგეთია.
„შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შესაძლებელია, გამოვიყენებთ რუსულ დიპლომატიას იმისთვის, რომ არა მხოლოდ არსებული სასაზღვრო კონფლიქტი დავარეგულიროთ, არამედ ჩვენთვის მოძმე და ახლო ქვეყნებს – სომხეთსა და აზერბაიჯანლებს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდეს“ – განაცხადა რუდენკომ.
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან შეიარაღებული დაპირისპირება 12 ივლისს დაიწყო.