ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე შეიძლება სამართლიანობის პრინციპების დათმობა მოგვიწიოს” – ტიკარაძე

ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე შეიძლება სამართლიანობის პრინციპების დათმობა მოგვიწიოს – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ “რუსთავი 2-თან” უცხოელ და ქართველ ვიზიტორებთან დაკავშირებით განსხვავებულ მიდგომებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, უცხოელ ბიზნესვიზიტორებთან შედარებით, საზღვარგარეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქე მეტი რისკის შემცველია და სწორედ ამითია განპირობებული 14-დღიანი საკარანტინო რეჟიმი.

„ბიზნეს ვიზიტორები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ და რომლებსაც ჩვენ ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ ყოველ 72 საათში განაახლონ თავისი ტესტი მონაცემები, ეს გვაძლევს საშუალებას, რომ, ერთი მხრივ, მივცეთ ბიზნესს განვითარების საშუალება და არ შევზღუდოთ ბიზნეს ვიზიტორები და მეორე მხრივ, გვქონდეს ეპიდემიოლოგიურად სრული მონაცემები.

ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბიზნესვიზიტორები საკუთარ თავზე იღებენ პასუხისმგებლობას, რომ ყოველ 72 საათში გაიკეთებენ ტესტირებას, საქართველოს მოქალაქეებთან შედარებით, ეს შეიძლება მეტად ხარჯიანი აღმოჩნდეს, ასევე კომუნიკაციის და დისტანცირების ხარისხი არის სხვადასხვა საქართველოს მოქალაქისა და ბიზნესვიზიტორის. ბიზნესვიზიტორზე გვაქვს მეტი ინფორმაცია, თუ რომელ სოციალურ გარემოში ურთიერთობს ის.

საქართველოს მოქალაქესთან მიმართებაში ჩვენ ჩავთვალეთ, რომ რისკები არის ბევრად უფრო დიდი, საქართველოში ხანგრძლივი არყოფნის შემდეგ, მათ ნათესავებთან უწევთ კომუნიკაცია. გეთანხმებით, რომ ეს შეიძლება ჩაითვალოს არასამართლიანად, მაგრამ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც დღეს მსოფლიოშია, ჩვენ შეიძლება გარკვეულ სამართლიანობის პრინციპზე მოგვიწიოს დათმობების გაკეთება, იმისათვის, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში იყოს მართული და კონტროლირებადი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

იტვირთბა....