“შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე დაპირისპირების გამო. სამძიმარს ვუცხადებთ მსხვერპლთა ოჯახებს და მხარეებს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ მოახდინონ ვითარების დეესკალაცია, შეწყვიტონ ცეცხლი და განაახლონ მოლაპარაკებები მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ფორმატში.”
მაიკ პომპეო – აშშ-ის სახელმწიფო მდივანი
აღნიშნული განცხადებით, პომპეო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, ახერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე დაპირისპირების შედეგად 4 სომეხი და 11 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა.