aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

10 თვის ჩვილს კორონავირუსზე ანალიზი მესამედაც ჩაუტარდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

თუ რა გახდა 10 თვის ჩვილის კოვიდ-19-ით დაინფიცირების მიზეზი, ამის შესახებ ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ექიმი ნინო გაბისონია “დღის კურიერში” საუბრობს. მისი თქმით, მიზეზების დასადგენად ეპიდემიოლოგები მოკვლევას განაგრძობენ და ჩვილთან კონტაქტში მყოფ 15 პირს კორონავირუსზე ტესტირება უკვე ჩაუტარდა, მათ შორისაა ბავშვის ბებია და პაპა.

10 თვის ბავშვის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობი რჩება.

ნინო გაბისობია PCR ტესტის ცდომილებას გამორიცხავს, რადგან როგორც მან აღნიშნა 10 თვის ჩვილს კორონავირუსზე ტესტი 2-ჯერ ჩაუტარდა, თუმცა, ექიმი ეპიდემიოლოგები, სავარაუდოდ ანალიზის პასუხს კიდევ ერთხელ გადაამოწმებენ.

ნინო გაბისონიამ ბავშვის ინფიცირების შესაძლო წყაროზეც ისაუბრა. მისი თქმით, ინფიცირებული ბავშვის დეიდის ოჯახი გარე ვაჭრობით არის დაკავებული და შესაბამისად ბევრ ადამიანთან აქვს კონტაქტი. ექიმის თქმით, ბავშვს კონტაქტი ბევრ ადამიანთან ჰქონდა, თუმცა კონკრეტულად ვინ იყო მისი ინფიცირების წყარო, ამას ეპიდემიოლოგები დაადგენენ.

იტვირთბა....