ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ილჰამ ალიევმა საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

მათივე ცნობით, ალიევმა მამედიაროვის გათავისუფლების შესახებ ბრძანებას დღეს მოაწერა ხელი.

პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრად ჯეიხუნ ბაირამოვი დანიშნა, რომელსაც აზერბაიჯანის მთავრობაში 2018 წლიდან განათლების მინისტრის თანამდებობა ეკავა.

ცნობისათვის, ცოტა ხნის წინ ქვეყნის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრი გააკრიტიკა. კერძოდ, ალიევის განცხადებით, მან 12 ივლისს საგარეო უწყების ხელმძღვანელის სამუშაო ადგილზე პოვნა ვერ მოახერხა.

ელმარ მამედიაროვი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2004 წლიდან იკავებდა.

იტვირთბა....