ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ნაცმოძრაობის“ წევრს ოთარ სირაძესა და მის ძმას ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ბრალი წარედგინათ

საქართველოს პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის” წევრს ოთარ სირაძეს და მის ძმას ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.

როგორც პროკურატურის განცხადებაში ვკითხულობთ, ოთარ სირაძეს და მის ძმას ბრალი წარედგინა 2020 წლის 4 ივლისს ამბროლაურში მოხდარ დაპირისპირებას, რომლის დროსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ ერთ პირს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 4 ივლისს, ამბროლაურში, ო.ს.-მ და დ.ს.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნ.ღ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც დაზარალებულმა სხეულის დაზიანებები მიიღო.

2020 წლის 16 ივლისს პროკურატურამ ო.ს.-ს და დ.ს.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარე კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....