ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დაგიდასტურებთ, რომ მოსახლეობას არ აქვს გააზრებული საფრთხე” – ეზუგბაია

მე დაგიდასტურებთ, რომ მოსახლეობას არ აქვს გააზრებული საფრთხე. კორონავირუსის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობაში ძალიან ბევრი ფაქტორი მონაწილეობს – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დიდი თავყრილობები არ უნდა ხდებოდეს.

“ასეთი დიდი თავყრილობები არ უნდა ხდებოდეს. მე დაგიდასტურებთ, რომ მოსახლეობას არ აქვს გააზრებული საფრთხე. კორონავირუსის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობაში ძალიან ბევრი ფაქტორი მონაწილეობს. თვითონ მთავრობა, ჯანდაცვის სამინისტრო, სამედიცინო სექტორი და მეოთხე თქვენ – მედია.

თქვენ გარკვეულწილად ეწევით საქმიანობას, რომლითაც ჩვენ გამუდმებით ველაპარაკებით მოსახლეობას, რა არის სწორი და ა.შ. ასე თუ გავაგრძელებთ ყველაფერს, ალბათ, კორონავირუსის შესახებ მოსახლეობის ცოდნის დონის ეს მონაცემები არ დაეცემა. იმედია, რომ ჩვენ ამ დაბრკოლებას გადავლახავთ ისე, როგორც აქამდე გვაქვს გადალახული”, – აცხადებს ეზუგბაია.

იტვირთბა....