ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბათუმის მერმა თანამდებობა დატოვა

ლაშა კომახიძემ ბათუმის მერის თანამდებობა დატოვა – ინფორმაციას ამის შესახებ “აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღეს დილიდან ბათუმის მერიაში შეხვედრა იმართება. შეხვედრიდან გამოსულებმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრეს, რომ ბათუმის მერმა მათ თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია გააცნო.

არსებული ინფორმაციით, დაკავებული პოსტიდან მიდის ვიცე-მერი ჯაბა ტუღუშიც.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაცია მერის გადადგომასთან დაკავშირებით, პრესსამსახურმა უარყო და განაცხადა, რომ ლაშა კომახიძე შვებულებაშია.

ცნობისთვის, კომახიძე ბათუმის მერად 2017 წელს აირჩიეს, ხოლო უფლებამოსილების ვადა 2021 წელს ეწურებოდა.

იტვირთბა....