ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ჯერ “შეეშალათ”და ადვოკატებს გადასცეს მტკიცებულებად ვიღაცის პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი, ახლა ოქროს მოწმეზე გაავრცელეს მორიგი სიბინძურე” – ელისო კილაძე

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე “ქრონიკა” პლიუსის” რედაქტორი ელისო კილაძე აცხადებს, რომ ახალ “ოქროს” მოწმეზე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა, რასაც მოწმეზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობას უწოდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ “ფეისბუქ” გვერდზე დაწერა.
“ჯერ “შეეშალათ”და ადვოკატებს გადასცეს მტკიცებულებად ვიღაცის პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი, (ამით მესიჯი გაუგზავნეს მოწმეებს), ახლა ოქროს მოწმეზე გაავრცელეს მორიგი სიბინძურე.
ყველამ თავის ფირს რომ მიხედოს ვერა?!
და ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რას ამბობს გავრცელებულ”სკანდალზე”?!
თუ გიორგობიანის ნათელ მირონებს და პროტეჟეებს ვერ უბედავენ რეაგირებას!” – წერს ელისო კილაძე.

ცნობისათვის, ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, ფეხბურთელის საქმეზე დასკვნაში ვკითხულობთ, რომ სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....