თურქეთის თავდაცვის მინისტრის, ჰულუსი აქარმას განცხადებით, თურქეთი და მისი ჯარი მზადაა, მხარი დაუჭიროს აზერბაიჯანს სომხეთთან ბრძოლებში – ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.
როგორც აქარი აცხადებს, ანკარა მოძმე აზერბაიჯანელი ერის ტკივილს იზიარებს.
მან ასევე გაიხსენა თურქთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის სიტყვები, რომელმაც სომხეთის ქმედებები დაგმო და განაცხდა, რომ „სომხეთი თვითონ აღმოჩნდება იმ ორმოში, რომელსაც სხვას უთხრის“.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, ახერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე დაპირისპირების შედეგად 4 სომეხი და 11 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა.