ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი დადასტურებული შემთხვევაა და 10 პაციენტი გამოჯანმეთელდა.
როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ინფიცირებულთაგან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. 2 შემთხვევაზე კი ინფიცირების წყაროს კვლევა გრძელდება.
მისივე თქმით, COVID-19-ით გამოჯანმრთელებული პაციენტთა რაოდენობა 87,7%-ია. კოვიდცენტრებში კი 136 დადასტურებული შემთხვევას მკურნალობენ.