ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“როდის ტოვებს თანამდებობას ნინო გიორგობიანი?” – ელისო კილაძე

“ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი ელისო კილაძე გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის დაკითხვას ითხოვს. ასევე კითხულობს, თუ როდის გადადგება შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი. ამის შესახებ ელისო კილაძემ სოციალურ ქსელ “ფეისბუქ” გვერდზე დაწერა.
“ჩვენს მიერ არაერთ ტყუილში მხილებულ ფოტოგრაფ იაკობ (იაგო) ბრეგაძეს როდის დაკითხავთ და როდის მოუხსნით დაზარალებულის სტატუსს?
როდის ტოვებს თანამდებობას ნინო გიორგობიანი?
#არმოგეშვებით” – წერს კილაძე.

ცნობისათვის, ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, ფეხბურთელის საქმეზე დასკვნაში ვკითხულობთ, რომ სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....