თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის პროცესი 16 ივლისს აღარ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია “ფორმულას” ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის ადვოკატმა, ანა აბაშიძემ დაუდასტურა.
აბაშიძის ინფორმაციით სასამართლო პროცესი აგვისტოში გაიმართება. მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
ცნობისათვის, მსოფლიოს 27-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ცოლის ცემის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. მას 100 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს.