aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ბარბარე ურიდიამ სად ნახა ბოლოს შაქარაშვილი – უწყებაში კიდევ ერთი მოწმე გამოიკითხა

aviabiletebi
ავიაბილეთები

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე კიდევ რამდენიმე მოწმე დაიბარეს, რომელთა გამოკითხვა ამ დროისთვის უკვე დასრულებულია. მათ შორის ერთ-ერთი მოწმე იყო ბარბარე ურიდია, რომელიც ნარეკვავის დასახლებაში იმ დროს იმყოფებოდა, როცა ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. ურიდიას განცხადებით, გიორგი შაქარაშვილი აგარაკის შემდეგ აღარ უნახავს.

“კურიერის” ინფორმაციით გამომძიებლებს ბარბარე ურიდიას სატელეფონო ზარები აინტერესებდათ.

“გადაადგილების დეტალები იყო დასაზუსტებელი, რა დროს სად ვიყავით და ა.შ. ყველაფერი გამოძიების შემდეგ გახდება ცნობილი. მე გიორგი შაქარაშვილი, ნარეკვავში აგარაკის შემდეგ აღარ მინახავს” – განაცხადა ბარბარე ურიდიამ.

ცნობისათვის, ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, ფეხბურთელის საქმეზე დასკვნაში ვკითხულობთ, რომ სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....