“როდესაც ასეთი ჩასაფრებული და ბოროტი ოპოზიცია გყავს, რასაკვირველია, არ უნდა გააკეთო ასეთი განცხადება – ერთი ერთზე ჩხუბი მოგწონს თუ ჯგუფური ჩხუბი. მაგრამ ფაქტია, რომ, პრეზიდენტს ცუდი არაფერი უგულისხმია”
გია ვოლსკი – “ქართული ოცნების” დეპუტატი.
იგი გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვებს. მან გიორგი შაქარაშვილის საქმეზე თქვა, რომ ჯგუფური ძალადობა არაქართულია და “ვაჟკაცობა ვიცი ერთი ერთზე”.