“ევროკავშირი მუშაობს ახალი სტრატეგიის შექმნაზე, რომელიც არ დაუშვებს ახალი გლობალური კარანტინნის შემოღებას და ეკონომიკის სრულ გაჩერებას, ნებისმიერი პანდემიის დროს” – ამის შესახებ ევროკომისარმა ჯანდაცვის საკითხებში სტელა კირიაკიდესმა განაცხადა.
მისი თქმით, გლობალური კარანტინის შემოღება და ეკონომიკის სრული “გაყინვა” აღარ იქნება.
“ჩვენი მიზანია, შევაჩეროთ და არა ჩვენ თვითონ გავჩერდეთ. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე რეგიონში კვლავ განმეორდება ინფექციის “აფეთქება” და იძულებულნი გავხდებით პანდემია გამოვაცხადოთ, ჩვენ ვიმოქმედებთ გაცილებით ეფექტურად რათა არ დავუშვათ კარანტინის და საგანგებო წესების შემოღება, რაც გააჩერებს ეკონომიკა.გლობალური კარანტინი და ეკონომიკის გაჩერება აღარ იქნება – განაცხადა ევროკომისარმა.