“გააკრიტიკეთ დონალდ ტრამპი, აშშ, დემოკრატიის ნაკლებობისთვის. არ გვინდა, ვინმემ გვიკარნახოს, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, ეს ჩვენითაც ვიცით. თქვენს პრობლემებს მიხედეთ, რომლებიც თქვენთან ყველაზე მეტია.”
ალექსანდრე ლუკაშენკო – ბელარუსის პრეზიდენტი
აღნიშნული განცხადებით ლუკაშენკო, დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის კრიტიკას გამოეხმაურა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
დასავლეთის ქვეყნებმა ბელარუსის მიმართულებით კრიტიკული განცხადება მას შემდეგ გააკეთეს, რაც ცნობილი გახდა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატები, ვიქტორ ბაბარიკო და ვალერი ცეპკალო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებდნენ.
ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა საფრანგეთი და აშშ, საპროტესტო აქციების დასაშლელად ძალას თითქმის ყოველთვის იყენებენ.