ის, რომ კობახიძე ივანიშვილს დიდ სამარეს უთხრის პოლიტიკურს, ეს ფაქტია – ამის შესახებ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ირაკლი კობახიძე არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია საზოგადოებას თავხედურად უთხრას სიცრუე და აქედან გამომდინარე, მას “ოცნების” ხელისუფლების არყოფნის შემთხვევაში ბევრი რამ აქვს დასაკარგი.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძე “ქართული ოცნების” შტაბის ხელმძვანელად აირჩიეს. სხდომას ბიძინა ივანიშვილი ონლაინ რეჟიმში ესწრებოდა.