aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ადამიანი, რომელსაც ეშინია ხელისუფლების დაკარგვის, ბოლომდე იფართხალებს” – სერგი კაპანაძე ივანიშვილზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ევროპული საქართველოს” წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნო პერიოდში საჯაროდ აუცილებლად გამოჩნდება, ვინაიდან ეს არის არჩევნები, რომელშიც იგი კარგავს ხელისუფლებას. ამის შესახებ კაპანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილს ხელისუფლების დაკარგვის ეშინია, ამიტომ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს.

“ის, რომ ბიძინა ივანიშვილი გამოვა წინასაარჩევნოდ, უეჭველი ამბავია, იმიტომ, რომ ეს არის არჩევნები, რომელშიც კარგავს ხელისუფლებას. ადამიანი, რომელსაც ეშინია ხელისუფლების დაკარგვის, ბოლომდე იფართხალებს, რათა ხელისუფლება არ დაკარგოს და ყველაფერს გამოიყენებს, ოღონდ ამ ყველაფრის გამოყენება – იქნება ეს ძალადობა, მოსყიდვა თუ ამ ტიპის ინსტრუმენტი, მას ამაში ვერ უშველის. ამიტომ კი ბატონო, გამოვა, ამას ველოდებით, მაგრამ ეს არანაირი შედეგის მომტანი მისთვის არ იქნება”,- განაცხადა კაპანაძემ.

იტვირთბა....