ახალი ამბები მთავარი ციტატა

“კოცონზე რომ არ გვწვავენ, არ გიკვირს?!” – ელისო კილაძე ნიკა გვარამიას

 “მთავარზე მთავარი აქცენტები რომ არ ყოფილიყო გასულ კვირას,მე რომ ორი ახალი ავტომანქანა არ მეპოვნა საქმის მასალებში,(ქებებ ჰაუსთან), ვზროსლები,მძღოლები ,ახვლედიან-ბარბაქაძის შემთხვევის ადგილიდან გამყვანები აქამდე ვინმემ მოიძია? Nika Gvaramia შენ კიდე,გადაცემაში არ მოდიანო… კოცონზე რომ არ გვწვავენ,არ გიკვირს ?!”

ელისო კილაძე – ჟურნალისტი

აღნიშნული განცხადება კილაზემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიამ გუშინ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ 19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მეგობრები და ნათესავები “მთავარ არხზე” სტუმრობაზე უარს აცხადებენ. როგორც გვარამიამ აღნიშნა, მიზანმიმართულად მიმდინარეობს არხზე ზეწოლა და სწორედ ამიტომ სტუმრებს გადაცემაში მისვლას უკრძალავენ.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....