aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“იმას ნუ გაავრცელებთ, რომ არ ვეძებდით და ვიღაცამ ვიღაცა მიატოვა…” – შაქარაშვილის საქმეზე დიჯეი პირველ კომენტარს აკეთებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ერთ-ერთი მოწმე, დიჯეი კონსტანტინე ღიბრაძე “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში აცხადებს, რომ სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ თითქოს შაქარაშვილი მიატოვეს.

როგორც ღიბრაძე ამბობს, ისინი მას ეძებდნენ იქამდე რამდენის საშუალებაც ჰქონდათ.

“იმას ნუ გაავრცელებთ, რომ არ ვეძებდით და ვიღაცამ ვიღაცა მიატოვა. ვინც ვიყავით იქ, არავინ არ ფიქრობდა ვინმეს მიტოვებაზე ან რამე. ყველა ფიქრობდა თავს რომ ეშველა. ყველა არის გაქცეული და მერე ბრუნდებიან რომ ქათამაძე ნახონ. ვეძებეთ რამდენის საშუალებაც გვქონდა. საშიშროებიდან გამომდინარე იმ ადგილას არ გავჩერებულვართ და წამოვედით. არც ვიცოდით ვინ სად გაიქცა და ვინ როგორ გაიქცა. ჩვენ მაშინ ინფორმაცია არ გვქონდა მიღებული”, – აცხადებს ღიბრაძე.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....