ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კორონა არ არსებობს, გვატყუებენ თუნდაც გავიხედოთ რა ხდება სხვა ქვეყნებში” – აქციის მონაწილე

თბილისში რეგლარული ფრენების განახლებისა და საზღვრების გახსნის მოთხოვნით აქცია-პერფრომანსი გაიმართა.

აქციის მონაწილეები ითხოვდნენ, რეგულარული საჰაერო რეისების გახსნას და საკარანტინო სივრცეების გაუქმებას საქართველოს მოქალაქეებისთვის.

როგორც აქციაზე მყოფი ერთ-ერთი მოქალაქე, ვლადიმერ მეზრიშვილი “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, ჩაკეტილმა საზღვრებმა ეკონომიკა გაანადგურა და ხალხი შემოსავლის გარეშე დატოვა.

“ვითხოვთ გაიხსნას საზღვრები იმიტომ, რომ ეკონომიკა ძალიან დაზარალდა. გიდი ვიყავი კომპანიაში და ტურისტები რომ აღარ არიან შესაბამისად ჩემზეც იმოქმედა. კორონა არ არსებობს, გვატყუებენ თუნდაც გავიხედოთ რა ხდება სხვა ქვეყნებში, მაგალითად ბელარუსში. ჩვენთან ყველაფერი შეზღუდეს, აკრძალეს. მოვითხოვთ ეს საზღვრები გაიხსნას, რადგან ხალხს შემოსავალი დაუბრუნდეს.” – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ვლადიმერ მეზრიშვილი.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოსთან, რეგლარული ფრენების განახლებისა და საზღვრების გახსნის მოთხოვნით აქცია-პერფრომანსი გაიმართა.

იტვირთბა....