“ვფიქრობ, კორონასთან ერთად ერთი წელი მაინც დაგვჭირდება ჩვენ სიფრთხილით ცხოვრება. სხვათა შორის, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა დახურულ სივრცეებში სავალდებულო ნიღბების ტარება ახლა უკვე მიიღეს, რადგან საკმაოდ საინტერესო სტატისტიკა ჰქონდათ ბრიტანელებს, გაცილებით მეტი და მძიმე იყო შემთხვევები, ვთქვათ, მოლარეებში. ანუ, ვისაც ბევრ ადამიანთან აქვს კონტაქტი, მიმღებში ვინც მუშაობენ. მესმის, რომ ძალიან ძნელია არაექიმებისთვის მთელი დღე ნიღბით სიარული. მინდა ვუთხრა, რომ სულ არ არის აუცილებელი, სამედიცინო ნიღბები ატარონ, ე.წ. სოციალური ან საყოფაცხოვრებო ნიღბები სრულიად საკმარისია მათთვის.”
პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე
ამის შესახებ იმნაძემ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა.