aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

შაქარაშვილის საქმე: ანძის ჩანაწერებით ირკვევა, რომ ბრალდებულებს შორის 18 ივნისის ღამეს სატელეფონო საუბარი შედგა

aviabiletebi
ავიაბილეთები

19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე სატელეფონო ანძის ჩანაწერებით დასტურდება, რომ მერსედესის მგზავრი ჟვანია, მცხეთაში ტრაგედიის ღამეს მიბრუდნა და იქ – მომხდარიდან მეორე დღესაც იყო. ამას მასთან განხორციელებული სატელეფონო ზარი მოწმობს, თუმცა, დაკავებული ჩვენებაში ღამით დაკარგულ ტელეფონზე საუბრობს.

ანძის ამონაწერიდან ჩანს, რომ ბრალდებულებს შორის 18 ივნისის ღამეს სატელეფონო საუბარი შედგა. “ტოიტოტასა” და “მერსედესის” მგზავრების გარდა, კომუნიკაცია იყო სასტიკად ნაცემ გიორგი ქათამაძესა და ვახო ჩიქოვანს შორისაც.

ცნობისათვის, ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, ფეხბურთელის საქმეზე დასკვნაში ვკითხულობთ, რომ სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

 

იტვირთბა....