“ქრონიკა პლიუსის” რედაქტორის, ელისო კილაძის განცხადებით, გაასაჯაროვებს გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმის, ანი გაბეჩავას მიმოწერის დეტალებს და ცნობილი გახდება ბევრი საინტერესო ფაქტი. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ “ფეისბუქ” გვერდზე დაწერა.
“პოლიტმეტრში”მოვედი ვახოსთან და ჟიჟისთან!
ანი გაბეჩავას მიმოწერის დეტალებს გავასაჯაროვებ – გაიგებთ ბევრ საინტერესო დეტალს, რომელიც აქამდე არ ვიცოდით!
ვარ სულით ხორცამდე შეძრული – გადაცემამდე ერთი საათით ადრე პირადი კომუნიკაცია მქონდა ანი გაბეჩავასთან.
ერთი ჩვეულებრივი, თბილი გოგო აღმოჩნდა (თემქის ფოტოებიდან არც ერთი არაა), და მისი დღევანდელობა შაქარაზე არანაკლებ ტრაგიკულია!
ცხრაზე “ფორმულაზე” მოგიყვებით ანიზე და არა მხოლოდ” – წერს კილაძე.