ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გავიცინებ და მერე დანაშაულის გრძნობა მიჩნდება რაღაცნაირად…” – შაქარაშვილს მისი მეგობრები იხსენებენ

“მასწავლიდა ბევრ რამეს და მეუბნებოდა, რომ თუ კარგად ითამაშებ, მიაღწევ ყველაფერსო” – ასე იხსნებენ გიორგი შაქარაშვილს მისი მეგობრები.

“ტვ პირველის” გადაცემა “რეაქცია” 19 წლის გარდაცვლილ ფეხბურთელს ეძღვენა, სადაც შაქარაშვილის შესახებ მისი მეგობრები საუბრობენ.

“აი, ამის სტადიონია აქ.”

“ძალიან გვიყვარდა და ერთად ვთამაშობდით ხოლმე.”

“მასწავლიდა ბევრ რამეს და მეუბნებოდა, რომ თუ კარგად ითამაშებ, მიაღწევ ყველაფერსო.”

“ასეთი ლამაზი, ჭკვიანი და კარგი ბიჭი რომ მოკვდება, რატომ უნდა მოხდეს?

“შაქარა იყო კარგი ადამიანი და ყოველთვის იქნება ჩემ გულში.”

“გავიცინებ და მერე დანაშაულის გრძნობა მიჩნდება რაღაცნაირად” – იხსენებენ გიორგი შაქარაშვილის მეგობრები.

ცნობისათვის, ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, ფეხბურთელის საქმეზე დასკვნაში ვკითხულობთ, რომ სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....