2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ლეიბორისტული პარტია” მონაწილეობას დამოუკიდებლად ცალკე სუბიექტად მიიღებს – ინფორმაციას “ნეტგაზეთი” პარტიის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
პრესსამსახურის განცხადებით, პარტიამ ცესკოში შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე შეიტანა და რეგისტრაციაც გაიარეს.
მათივე ცნობით, ოპოზიციის მიერ მიღწეულ შეთანხმებას ლეიბორისტები არ გამოეთიშებიან და პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი თბილისში, ნაძალადევის ოლქში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი იქნება.