“მონოლოგით ასკდებიან ერთმანეთს ნაცვლად იმისა, რომ ერთად შეთანხმდნენ პროექტზე, რომელიც ერთის მხრივ ვირუსის გავრცელების საფრთხე იქნება აცილებული და მეორეს მხრივ გარკვეული დამცავი მექანიზმები შემუშავდეს, რომ ხელისუსფლებას არ მიეცეს ამ ბერკეტების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა. ამის ნაცვლად საქმე გვაქვს ორ ე.წ. ჭეშმარიტებასთან, რომელიც ორივე აცდენილია რეალობას. ესაა ჩვენი პოლიტიკური კულტურა, რომ დიალოგი მიმდინარეობს მონოლოგებით. ასე ვერაფერი ვითარდება და მხოლოდ დაპირისპირებას ვუყრებთ. . ჩვენ არ გვაქვს იმის პოლიტიკური კულტურა, რომ რამეზე შეავთანხმდეთ. ეს ძალიან მძიმე რეალობაა პირდაპირ გეტყვით.”
გია ხუხაშვილი – ექსპერტი
ამის შესახებ გია ხუხაშვილმა “მეტრონომთან” ისაუბრა.
ხუხაშვილის მოსაზრებით, ერთის მხრივ, მთავრობას სჭირდება ბერკეტები, რომ მართოს ეპიდემიოლოგიური ვითარება და მეორეს მხრივ, შესაძლოა, ეს შესაძლებლობები ცუდად გამოვიყენოს.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს განიხილავენ, რომლის თანახმად, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლება 2020 წლის ბოლომდე უხანგრძლივდება. დეპუტატები კანონპროექტს გამარტივებული წესით იხილავენ, რაც იმას ნიშნავს, რომ სესიაზე, კენჭისყრისას საკმარისი ხმების არსებობის შემთხვევაში, მას ერთი მოსმენით დაამტკიცებენ.