aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩემს მეტი ჯაბას პატრონი არავინ არ ყავს. მე, რომ რამე მომივიდეს ჯაბას რა ეშველება არ ვიცი” – ჯაბა ბოჯგუას დედა

aviabiletebi
ავიაბილეთები

მომღერალ ჯაბა ბოჯგუას დედა, მანანა გვასალია “პრაიმტაიმთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ მომღერალი უკვე 12 წელია ლოგინს არის მიჯაჭვული და მას მხოლოდ თვითონ უვლის საკუთარი ძალებით.

როგორც მანანა გვასალია აცხადებს, მის ვაჟს ტვინის ჰიპოქსიური დაზიანება აქვს და ის სიცოცხლისთვის იბრძვის.

“ჯაბას მდგომარეობა, როგორიც თავიდან იყო ისეთივეა, არც უარესობაა და არც უკეთესობა. ძალიან ვწვალობთ, ძალიან მიჭირს, უკვე ენერგიაც აღარ მაქვს, მაგრამ ჩემს ცხოვრებას ამის ლაპარაკი არ შველის, რადგან ჩემს მეტი ჯაბას პატრონი არავინ არ ყავს. მე, რომ რამე მომივიდეს ჯაბას რა ეშველება არ ვიცი. რაც დედაჩემი გარდაიცვალა გავნადგურდით. მგრძნობელობა აქვს, მაგრამ თვითონ, რომ რამე გაგრძნობინოს ეს არ შეუძლია. მე ვხვდები, როცა რამე არასწორად გამომდის ან ხელს წამართმევს, ან სახეზე შეეტყობა. სულ ველაპარაკები, ყველაფერს ვაკეთებ, მაგრამ ჩვენი საშველი არ არის. რამოდენიმე თვეში 12 წელი შესრულდება რაც ასე ვართ მე და ჯაბა.

ჩვენმა ხალხმა გადამატანინა ეს მძიმე მდგომარეობა. ჩვენ ქირით ვართ და მერია და გლდანის გამგეობა მიხდის ქირის ფულს, ხოლო რაც ჯაბას სჭირდება ემიგრანტები და ჩვენი ქართველი ხალხი გვეხმარება, ამ ხალის იმედით ვარ და ესენი რომ არ ყოფილიყვნენ არვიცი რა გვეშველებოდა“, – აცხადებს მანანა გვასალია.

შეგახსენებთ, რომ ჯაბა 12 წლის წინ დააპატიმრეს და გულის შეტ​ევა ციხეში მოუვიდა.

ბოჯგუების ოჯახის დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშის ნომერზე:

საბანკო კოდი – TBGBGE22

მიმღების დასახელება – მანანა გვასალია;

საბანკო ანგარიში- GE26TB7447145061600017

სს „ თიბისი ბანკი“-TBC BANK;

ბილაინის და მაგთის აბონენტებმა დარეკეთ

დავეხმაროთ ჯაბა ბოჯგუას 0901 700 039

იტვირთბა....