“ნუთუ ძნელია ამის გაგება, რომ ერთადერთი მოტივაცია ვადის გადაწევის „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონზე არის ის, რომ ელემენტარული მექანიზმი ჰქონდეს სახლემწიფოს და მთავრობას, რომ როგორც აქამდე ეფექტიანად წარვმართეთ სწორი მენეჯმენტით პროცესი, ასე გაგრძელდეს?!ელემენტარული შეზღუდვები გვიწევს, რათა COVID-19-თან ბრძოლის ელემენტარული იარაღი გვქონდეს. არ ვითხოვთ ბომბებს და მძიმე არტილერიას, რაც საგანგებო მდგომარეობის დროს გამოიყენება.”
მამუკა მდინარაძე – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დღეს „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს განიხილავენ, რომლის თანახმად, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლება 2020 წლის ბოლომდე უხანგრძლივდება. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს გამარტივებული წესით იხილავენ, რაც იმას ნიშნავს, რომ სესიაზე, კენჭისყრისას საკმარისი ხმების არსებობის შემთხვევაში, მას ერთი მოსმენით დაამტკიცებენ.