მთავარი ციტატა

“თავი დაანებეთ დემაგოგიას და რეალური მიზეზი თქვით, რატომ ახანგრძლივებთ აღნიშნულ კანონპროექტის მოქმედებას?!”

 “თქვენ ბრზანეთ, რომ აღნიშნული ცვლილებები განპირობებულია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვით და ის, ვინც ამ პროექტს მხარს არ დაუჭერს, ის არ ზრუნავს მოქალაქეების ჯანმრთელობაზეო. ეს თქვენთვის ჩვეული დემაგოგიაა იმიტომ, რომ როდესაც რეალური საფრთხე და საგანგებო მდგომარეობის აუცილებლობა იყო, ალბათ გაქვთ მეხსიერება და გახსოვთ, რომ ამას მხარი დაუჭირა ოპოზიციამ. ასე, რომ თავი დაანებეთ დემაგოგიას და რეალური მიზეზი თქვით, რატომ ახანგრძლივებთ აღნიშნულ კანონპროექტის მოქმედებას, კერძოდ, რატომ თიშავთ პარლამენტს აქტიური ქმედებებიდან კორონავირუსთან ბრძოლის პირობებში?”

ხათუნა გოგორიშვილი – „ევროპული საქართველოს“ წევრი

ამის შესახებ გოგორიშვილმა პარლამენტში “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით განაცხადა.

ცნობისთვის, პარლამენტი დღეს “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტს განიხილავს, რომელიც თანახმადაც  თანახმად, მთავრობას ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გარეშე, შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლება 2020 წლის ბოლომდე უხანგრძლივდება. კანონის ამჟამად მოქმედი რედაქციით, მთავრობას ეს უფლება 2020 წლის 15 ივლისამდე აქვს მინიჭებული. 

იტვირთბა....