aviabiletebi
ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

რჩეულიშვილის ქუჩაზე გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა

aviabiletebi
ავიაბილეთები

მთაწმინდის რაიონის გამგეობა, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კიდევ რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს.

ვერაზე, რჩეულიშვილის  ქუჩა II ჩიხის №14-ში, რკინა-ბეტონის კედელის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. აღნიშნული პროექტი ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებს გრუნტის ჩამოშლისგან დაიცავს.

მიმდინარე სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

„მსგავსი პროექტების განხორციელება ჩვენი რაიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მისი რელიეფური მდგომარეობიდან გამომდინარე. აღნიშნული პროექტი გრუნტის ჩამოშლის საფრთხეს მოხსნის, რომელსაც ახლომდებარე სახლების დაზიანებაც შეეძლო. ამიტომ, მდგომარეობის სირთულის მიხედვით, ეტაპობრივად ვახორციელებთ საყრდენი კედლების მშენებლობას“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

პროექტის ფარგლებში, მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან 103 390 ლარი არის გამოყოფილი. სამუშაოებს  შპს „ბესკო“ ასრულებს.


 

იტვირთბა....