გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) მსოფლიოში სურსათის უვნებლობისა და კვების რაციონის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო შესაძლოა 130 მილიონზე მეტი ადამიანი ქრონიკული შიმშილობის წინაშე აღმოჩნდეს.
“პანდემია კვების გლობალური სისტემების დაუცველობასა და უკმარისობას ზრდის”.
ანგარიშში ნათქვამია, რომ 2020 წლის ბოლოსთვის კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური რეცესიის შედეგად, კიდევ 83 მილიონი ადამიანი და შესაძლოა ჯამში 130 მლნ ადამიანი მშიერი აღმოჩნდეს.