aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“შაქარაშვილის საქმის ამ მტკიცებულებაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ” – გავრცელებული ინფორმაციით, ჩიქოვანმა 112-ში დარეკა

aviabiletebi
ავიაბილეთები

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ერთ-ერთმა ბრალდებულმა ვახტანგ ჩიქოვანმა 19 ივნისს, 02:20 საათზე 112-ში დარეკა. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ვახო სანაია ავრცელებს. ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატი არ პასუხობს კითხვას, რატომ დარეკა მისი დაცვის ქვეშ მყოფმა 19 ივნისს, ღამის 02:20 საათზე 112-ში.

როგორც არჩილ ბერიანიძემ განაცხადა, ეს არის საქმეში არსებული მტკიცებულება, რომელზეც დაცვის მხარე ვერ ისაუბრებს.

„აღნიშნული არის მტკიცებულება, რომელზეც ვერ ვისაუბრებ. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ მან, როგორც დაზარალებულმა, მიიღო სამედიცინო დახმარება. ზართან დაკავშირებით არ გპასუხობთ. ზოგადად გეუბნებით, რომ ჩიქოვანმა მიმართა შესაბამის სამედიცინო სამსახურს, რომ არ გართულებოდა დაზიანებები” – განაცხადა არჩილ ბერიანიძე.

ცნობისათვის, ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....