ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“იმედია, რომ სექტემბერში მოსწავლეები სკოლაში წასვლას შეძლებენ” – ხათუნა ზახაშვილი

დაავადებათა კონტროლის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ სექტემბერში მოსწავლეები სკოლაში წასვლას შეძლებენ. მისი თქმით, ეს დამოკიდებული იქნება ეპიდსიტუაციაზე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარშემო.

“იმედია, რომ სექტემბერში მოსწავლეები სკოლაში წასვლას შეძლებენ. ეს დამოკიდებული იქნება ეპიდსიტუაციაზე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარშემო. ეს ჯერ კიდევ დაკვირვების საგანია. იმედია, რომ სწავლას განაახლებენ არა მხოლოდ პირველკლასელები, არამედ სხვა მოსწავლეები. ახლა გავდივართ ყველანაირ სცენარს, რათა შესაძლებელი იყოს უსაფრთხოების ზომების დაცვა, როგორც ისეთ ვითარებაში, როგორიც ახლა გვაქვს, ისე უფრო მძიმე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში.

ამ სცენარებს გაითვალისწინებს როგორც განათლების სამინისტრო, ისე რეკომენდაციებს გასცემს ჯანდაცვის სამინისტრო. ვიმედოვნებთ, რომ დაცული იქნება ყველა სტანდარტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს უსაფრთხოდ განვაახლოთ სწავლება სკოლებში” – თქვა ხათუნა ზახაშვილმა.

იტვირთბა....