aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას სამ მოთხოვნას უყენებს და ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ხელისუფლებას სამი მოთხოვნა წაუყენა.

როგორც ვაშაძემ განაცხადა, ხელმოწერების შეგროვება უკვე დაიწყეს. ის ხელისუფლებას საზღვრების გახსნის გადაწყვეტილების დროული მიღებისკენ მოუწოდებს.

„სამი კონკრეტული მოთხოვნა რასაც ვაყენებთ დღეს და რაზეც დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას. პირველი – 31 დეკემბრამდე გადავადდეს განბაჟების ვადა, იმიტომ, რომ აგვისტოს ბოლომდეა და ამას უკვე აზრი აღარ აქვს, საზღვრები არ გახსენით. მეორე, გავრცელდეს ეს პირობები პირველი მაისის შემდგომ შემოყვანილ მანქანებზეც და მესამე, დაიწყეთ დაუყოვნებლივ მუშაობა იმ ქვეყნებთან, საიდანაც ჩამოდიოდა ძირითადი მყიდველი საქართველოში. ეს არის ერთადერთი გზა, რითაც ჩვენ შეგვიძლია ვუშველოთ და რამენაირად დავეხმაროთ ეკონომიკის იმ მიმართულებას, რომელიც უზარმაზარ შემოსავალს ტოვებდა ქვეყანაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

იტვირთბა....