ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გერმანული გამოცემასთან – FAIReconomics – თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველომ დროულად და სწორად შეაფასა ვირუსთან დაკავშირებული რისკები და ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ყველა მექანიზმი გამოიყენა.
ტიკარაძემ კორონავირუსთან ბრძოლაში მთავრობის მთავარ ამოცანაზე ისაუბრა.
„საქართველომ დროულად და სწორად შეაფასა ვირუსთან დაკავშირებული რისკები და ვეყანაში COVID-19-ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ყველა მექანიზმი გამოიყენა. მთავრობამ პანდემიის კონტროლის პირველი ეტაპი ქვეყნაში პირველი COVID შემთხვევის დადასტურებამდე ერთი თვით ადრე დაიწყო. ამ ფაზაში შედის კოორდინირებული მოქმედებების განხორციელება შესაბამისი მულტისექტორული თანამშრომლობის შესაბამისად, COVID-19-ის გავრცელების მაქსიმალურად თავიდან აცილების მიზნით. მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად მიღებული იქნა მკაცრი საკარანტინო ზომები, რამაც სერიოზულად დააზარალა ეკონომიკური სექტორი. დღეს საქართველოს მთავრობის მთავარი ამოცანაა, დადებითი შედეგი მიიღოს ვირუსების გავრცელების თავიდან აცილების მიმართულებით, ისე, რომ შეზღუდვების შემსუბუქებას არ მოჰყვეს ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.