მთავარი ციტატა

“ცალსახაა, მტკიცებულებები არ არსებობს, რომ ტატიაშვილმა რამე დანაშაული ჩაიდინა”- შაქარაშვილის საქმის ადვოკატი

“ცალსახაა, მტკიცებულებები არ არსებობს, რომ ტატიაშვილმა რამე ჩაიდინა. ყველაფერი რაც საქმეშია, მიუთითებს იმისკენ, რომ ყველაფერი გააკეთა კონფლიქტის გასანეიტრალებლად. არ არსებობს არანაირი ჩვენება, სადაც იქნება მითითებული, რომ რამე ძალადობრივ მოქმედებაში იღებდა მონაწილეობას, ამასობაში ის მონაწილეობს გამოძიებასთან და დეტალური ინფორმაცი აქვს მიწოდებული.”

გიორგი ყიფშიძე – გიორგი შაქარაშვილის საქმის ადვოკატი

ამის შესახებ გიორგი ყიფშიძემ “დღის ამბებში” განაცხადა.

ამ დროისთვის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს წაეყენა ბრალი და  17-ვე პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვნეს. სამედიცინო ექსპერტიზის  დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. 

 

იტვირთბა....