პედაგოგი ლია ჩხენკელი სოციალურ ქსელში კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას ბოდიშს უხდის.
ჩხენკელი მის განცხადებას უმძიმეს მექანიკურ შეცდომას უწოდებს და აღნიშნავს, რომ მისი პოზიცია შაქარაშვილის ტრაგედიასთან დაკავშირებით სხვა პოსტებში თუ კომენტარებში თვალნათლივ ჩანს.
“ოჯახს და მთელს საზოგადოებას ვუხდი ძალიან დიდ ბოდიშს ამ უმძიმესი მექანიკური შეცდომის გამო. ჩემი პოზიცია თვალნალივ ჩანს ყველა ჩემს სხვა კომენტარებში. ასე რომ მე დავდე პოსტი, გამგები გაიგებს… მეტი რა გავაკეთო. კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს.” – წერს ლია ჩხენკელი.
შეგახსენებთ, რომ პედაგოგმა, ლია ჩხენკელმა სოციალურ ქსელში, “მთავარი არხის” გვერდზე დაწერა კომენტარი, რისთვისაც საზოგადოებამ მკაცრად გააკრიტიკა. კერძოდ, ჩხენკელი გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წერდა: “ამდენი ამბავი რა საჭირო იყო ამ უწიგნური ბავშვის მკვლელობასთან დაკავშირებით.”