“სარალიძის ამბავმა აჩვენა, რომ არაფერი არ ჩაიფარცხება და თუ გამოძიებაა, ზერელედ არ უნდა გამოიძიო და უნდა გამოიძიო. მე ვერ შევამჩნიე ვერც პროკურატურას, ვერც შსს-ს ვიღაცას ხელს აფარებდნენ. ახლა, რაც მთავარია, ითქვა, რომ ეს იყო მკვლელობა და აქაც ჩემი გულისტკივივილი მინდა გამოვხატო”.
მეუფე იაკობი – ბოდბელი მიტროპოლიტი
ამის შესახებ მან გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.
ცნობისათვის, ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, ასევე, დასკვნათი მითითებულია, რომ მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.