ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ადამიანებმა ვერ ამოხსნეს, თუ რატომ დადის შაქარაშვილის ოჯახი ტელევიზიების ნაცვლად, ეკლესიაში” – ირმა ჭკადუა

“შლეგი, აგრესიული და ამორალური საზოგადოება, ქმნის წყვდიადს და იძულებულს გხდის, შენც გაცხოვროს ამ სიბნელეში. ადამიანების გარკვეულმა ნაწილმა, დღემდე ვერ ამოხსნა ის ფაქტი, თუ რატომ დადის, გიორგი შაქარაშვილის ოჯახი, ტელევიზიების ნაცვლად, ეკლესიაში! რაში სჭირდებოდათ იურისტი ბიძა, როცა არსებობს ოპოზიცია და უამრავი გაქნილი ჟურნალისტი?! მაინტერესებს, რაში შეეშალათ ხელი ოჯახის დუმილით? როგორც უნდოდათ, ისე აგორავეს ეს საქმე და რაც უნდოთ და როგორც აწყობდათ, ის გაასაღეს ფაქტები, ბოლოს კი დაიბრალეს, რომ არა ჩვენ, ეს საქმე არ გაიხსნებოდაო.

ირმა ჭკადუა – ადვოკატი

ამის შესახებ ჭკადუამ “ფეისბუქის” საკუთარ გვედრზე დაწერა.

მისივე თქმით, ოჯახის მიერ არჩეულმა სტრატეგიამ, გაამართლა. “გიორგის ბიძამ, ფეხდაფეხ სდია გამოძიებას, ყველა ძაფი, რომელიც მომხდარ დანაშაულთან მიიყვანდა, ხელიდან არ გაუშვია” – აღნიშნავს ჭკადუა.

იტვირთბა....