მამაკაცი, რომელიც რუსთავის „ცხელების ცენტრიდან“ გაიქცა, სამართალდამცავებმა საკარანტინო სივრცეში დააბრუნეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შსს-ში დაუდასტურეს.
რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმის ინფორმაციით, ოთხი დღის წინ მოსკოვიდან ჩამოსული მოქალაქე სავალდებულო კარანტინიდან კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს, თუმცა დღეს დილით პაციენტი პირველი სართულის ბოქსირებული პალატის ფანჯრიდან გადახტა და გაიქცა.
მას თერმოსკრინინგის დროს ტემპერატურა დაუდასტურდა, რის გამოც „ცხელების ცენტრის“ ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ანალიზები აუღეს. თუმცა, ვიდრე ე.წ. ცხელების ცენტრიდან საკარანტინო სივრცეში დაბრუნდებოდა, პაციენტი ფანჯრიდან გადახტა და მიიმალა.