ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსთავში ცხელების ცენტრიდან გაქცეულ პაციენტს ეძებენ

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმის ინფორმაციით, ოთხი დღის წინ მოსკოვიდან ჩამოსული მოქალაქე სავალდებულო კარანტინიდან კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს, თუმცა დღეს დილით პაციენტი პირველი სართულის ბოქსირებული პალატის ფანჯრიდან გადახტა და გაიქცა.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, პაციენტის ანალიზის პასუხი კორონავირუსზე უარყოფით იყო. იგი საკარანტინო სივრცეში კვლავ უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა კლინიკა მან თვითნებურად დატოვა.

“ის იყო ბოქსირებულ პალატაში. ფანჯრიდან გადახტა, ფანჯრის რაფაზე აღენიშნება ნაკვალევი. ჩვენს მიერ შეტყობინება გადაცემულ იქნა 112-ზე”, – ამბობს რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი

ამ ეტაპისთვის უცნობია, სად იმყოფება კლინიკიდან გაქცეული პაციენტი.

იტვირთბა....