ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ახალი მტკიცებულებები: კიდევ მინიმუმ ორი, ან სამი ახალი მანქანა” – კილაძე შაქარაშვილის საქმეზე

“ქრონიკა პლიუსის” მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის განცხადებით, 19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეში სულ მცირე კიდევ ორი ავტომანქანა ფიგურირებს, რაც გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არ არის თანდართული. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ “ფეისბუქ” გვერდზე დაწერა.
“ვიპოვე! ახალი მტკიცებულებები შაქარაშვილის საქმეში. კიდევ მინიმუმ ორი, ან სამი ახალი მანქანა!

მთავარზე, ნიკა გვარამიასთან ახალი სკანდალით! გვიყურეთ!

ძაღლები ყველა კადრშია, ქარია და რაღა 112-ის ზარის დროს არ ისმის ხმები?!” – წერს ელისო კილაძე.

 

ცნობისათვის, ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, გუშინ ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....