aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ხუთ წუთში იაკობ ბრეგვაძის ნომერზე შედის კონკრეტული ზარი – მასალებში წერია, რომ ეს ნომერი მცხეთის სამორიგეოს ეკუთვნის

aviabiletebi
ავიაბილეთები

19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმესთან დაკავშირებით ირკვევა, რომ 18 ივნისის ღამეს იაკობ ბრეგვაძე საკუთარი ტელეფონის ნომრიდან დარეკა უცხო ნომერთან, თუმცა, თუ ვისთან განხორციელდა ზარი, უცნობია. ბრეგვაძე მობილურ ტელეფონზე 91 წამის განმავლობაში საუბრობს. “მთავარი არხის” ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოქმში წერია, რომ ბაზაში ეს ნომერი არ იძებნება.

მათივე ცნობით, ამ ნომერთან საუბრის დასრულების შემდეგ, ხუთ წუთში იაკობ ბრეგვაძის ნომერზე შედის კონკრეტული ზარი, საუბრის ხანგრძლივობა 81 წამს შეადგენს. შსს-ს მასალებში წერია, რომ ეს ნომერი მცხეთის სამორიგეოს ეკუთვნის.

დაკავებულების ადვოკატები, მისი სატელეფონო ზარის ადრესატის ვინაობის დადგენას მოითხოვენ და ეჭვობენ, რომ 112-ს ზარი, სავარუდოდ ფაბრიკაციაა.

“კითხვები მაქვს და მე კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ ეს საქმე აი ამ დონემდე მიიყვანა თავად პროკურატურამ და ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მათი შეცდომებიდან გამომდინარე , ეხლა ყველაფერს აკეთებენ, რომ ოღონდ ბრალდებულებს დაბრალდეს და მათ არ დაბრალდეთ და ყველაფერზე წამსვლელები არიან ისეთი პირი უჩანს, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ეს არის ფალსიფიცირებული აღნიშნული მტკიცებულება, არ არის წყარო მითითებული. 112-ის შემდეგ საიდან არის ზარი განხორციელებული. ეს ნომერი დაცვის მხარეს არ აქვს მოპოვებული. ასევე ის პირი, ვინც საუბრობს, ხო უნდა მინიმუმ, გამოკითხულიყო მაინც, ვის ესაუბრება, ვინ არის? იქნებ მე მესაუბრა. ჩვენ გვაინტერესებს ვინ არის ის პირი, ვისაც ბრეგვაძე ესაუბრა” – განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

იტვირთბა....