ცნობილ ინდოელ მსახიობსა და ფოტომოდელს, „მის მსოფლიო“ 1994-ის გამარჯვებულს, აიშვარია რაის კორონავირუსი დაუდგინდა – ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერსი” ავრცელებს.
არსებული ცნობით, ახალი კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს მსახიობის შვილსაც.
ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა დედა-შვილი საავადმყოფოში გადაყვანილი.
დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ ვირუსი ბოლივუდის კიდევ ერთ ვარსკვლავს, ამიტაბჰ ბაჩანსა მის შვილსაც დაუდგინდათ.