“ზოგიერთ არხზე ცხოვრობენ შეთქმულების თეორიებით და ახლა ჩვენ გვკითხეთ, აბა, მაგის ნერვები გვაქვს ან დრო გვაქვს? ან ხალისი. ჩვენ გვინდა სიმართლე და ვიღაცას უნდა შოუ. გარდაცვლილი ბავშვის ტრაგედიით მანიპულირება არის უზნეობა… ასაკში სხვაობის მიუხედავად, მე და გიორგი მეგობრები ვიყავით, ვძმაკაცობდით… ამ მხეცებმა, ამ არაკაცებმა არ დააცადეს, ერთ დაბადების დღეს გადაყვა ბიჭი, რომელსაც ჰქონდა საოცრად დიდი მომავალი”
მირიან ნიკოლაძე, გიორგი შაქარაშვილის ბიძა
TV პირველი, “დღის ამბები”
შეგახსენებთ, პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნა გაავრცელა, რომელიც გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზს ადგენს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.
ცნობისთვის, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. 28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.